დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ ქვაბში. დაამატეთ კუბებად დაჭრილი ხორცის ნაჭრები და მოხრაკეთ. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო და რამდენიმე წუთი შუშეთ. შემდეგ დაამატეთ კუბებად დაჭრილი ყაბაყი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პამიდორი და თავზე დაახურეთ ქვაბს. შუშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი დაახლოებით, სანამ ხორცი დარბილდება. ამის შემდეგ ჩაამატეთ ახალი კარტოფილი. თუ სითხე ცოტაა, წყალი დაამატეთ. კარტოფილი რომ მზად იქნება დაამატეთ მარილი, პილპილი და სასურველი მწვანილი