საგაზაფხულო სალათა ახალი კომბოსტოთი
საგაზაფხულო სალათა ახალი კომბოსტოთი
დრო 10წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოხარშული კვერცხი - 4
  • ბოლოკი - 6 ცალი (პატარა თავი)
  • ახალი კომბოსტო - 1 პატარა თავი
  • წითელი ხახვი
  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
მომზადების წესები
ბოსტნეული გავრეცხოთ და შევაშროთ. კვერცხს ნაჭუჭი მოვაცილოთ და რგოლებად დავჭრათ.

კომბოსტო თხლად დავკეპოთ და ხელით მსუბუქად ავსრისოთ. ბოლოკი თხელ რგოლებად დავჭრათ. მოვათავსოთ ბოლოკი და კომბოსტო სასალათეში, დავამატოთ მწვანე ხახვი, მოვასხათ ზეთი და ლიმონის წვენი და ავურიოთ. ზემოდან დავალაგოთ კვერცხის ნაჭრები. მარილი და პილპილი გემოვნებით.