მარწყვის ტორტი მარტივად
მარწყვის ტორტი მარტივად
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

კრემი:
  • კვერცხი - 3
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • რძე - 125 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • კარაქი - 75 გ
  • შაქარი - 250 გ
ცომი:
  • მარწყვი - 150 გ
  • არაჟანი - 400 გ
  • ნაღები 35 % - 450 მლ
  • შაქარი - 100 გ
მომზადების წესები
ბლენდერში აურიეთ არაჟანი, გაყინული (ან ცოცხალი) მარწყვი და 100 გ შაქარი. ცალკე ათქვიფეთ ნაღები. შეურიეთ ერთმანეთს ეს ორი მასა დამაცივარში შეინახეთ.
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. გულებს დაამატეთ 250 გ შაქარი და გამდნარი კარაქი. კარგად ათქვიფეთ. თქვეფისას შეურიეთ რძე, შემდეგ გაცრილი ფქვილი და სოდა.

ცილისგან ბეზე გააკეთეთ და ფრთხილად გადაურიეთ ცომს. ჩაასხით ცხიმწასმულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 45 წუთი.
გაციებული ბისკვიტი ორად გაჭერით, წაუსვით კრემი ორივე ფენას, ზემოდან კი მორთეთ მარწყვებით