ხილის ფერადი სმუზი
ხილის ფერადი სმუზი
დრო 10წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრი - გემოვნებით
  • კეფირი - 1/2 ჭიქა
  • ატამი - 1 (ან სხვა ყვითელი ხილი: გარგარი, ბანანი, მსხალი, მანგო)
  • მარწყვი ან ჟოლო - 1/2 ჭიქა
  • კივი - 1
მომზადების წესები
ხილი გავარჩიოთ და სათითაოდ დავაბლენდეროთ ცოტაოდენ კეფირთან და შაქართან  ერთად. გადავიტანოთ ჭიქებში მონაცვლეობით, რომ ლამაზ ზოლებად დალადგეს. მოვრთოთ ხილის ნაჭრებით.

ხილი შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი, შესაბამისად მრავალფეროვან და ლამაზ სმუზის მივიღებთ.