ისპანახი გარეცხეთ, მოაცილეთ უხეში ღეროები.ხახვი და ნიორი ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ კარტოფილი და დაასხით წყალი. წამოადუღეთ. კარტოფილი რომ დარბილდება დაამატეთ ისპანახის ფოთლები, თავზე დაახურეთ. რამდენიმე წუთში ისპანახი მოიწალება, დაამატეთ ნაღები და დააბლენდერეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი. გემრიელი სუპი მზადაა! ნაღების ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ცხიმიანი რძე ან არაჟანი, თუმცა ნაღებით ყველაზე გემრიელია