ალუბლის ღვეზელი
ალუბლის ღვეზელი
დრო 70წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • სახამებელი - 30 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • ლიმონის ცედრა - 2 ს.კ
  • რძე - 6 ს.კ
  • შაქარი - 135 გ
  • ხაჭო - 150 გ
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 800 გ
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები
ალუბალს კურკა გამოვაცალოთ და გამოშვებულ წვენთან ერთად გადავიტანოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი და 5 წუთი ვადუღოთ. სახამაბელი გავხსნათ 3 ს.კ ცივ წყალში და ჩავამატოთ ალუბალს. წამოვადუღოთ და გავაციოთ.
ხაჭო, 75 გ შაქარი, რძე, 1 ლიმონის ცედრა ერთმანეთს შევურიოთ, დავაცრათ ფქვილი და სოდა, მოვზილოთ ცომი.
ცომი ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ, წავუსვათ ალუბლის მასა და რულეტივით გადავახვიოთ. დავჭრათ 5 სმ სიგანის ნაჭრებად და გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, ერთმანეთთან ახლოს.
ზემოდან ატქვეილი კვერცხი გადავუსვათ და გამოვაცხოთ 175 გრადუსზე




ტეგები:
ღვეზელი ხაჭო ფუნთუშა ალუბალი ნანახია: 15779