კლასიკური მოხარშული კრემი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 4
  • ფქვილი - 40 გ
  • შაქარი - 200 გ
  • რძე - 500 მლ
  • ვანილი
მომზადების წესები
კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილი და ფქვილი. მიღებულ ერთგავროვან მასას დავასხათ მდუღარე რძე და კარგად გავხსნათ. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვხარშოთ სანამ არ შესქელდება.

კრემი მზადაა. გაგრილების შემდეგ შეგვიძლია შევათქვიფოთ 100 გ დარბილებული კარაქი, ან კაკაო, ან ათქვეფილი ნაღები