შევურიოთ ერთმანეთს ნაღები, რძე, ფქვილი, სახამებელი, შაქარი, კაკაო და კვერცხის გული. კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ გასქელდება, რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული კრემი ჩავასხათ ფორმებში და ჩავდოთ მაცივარში 2-3 საათი, სანამ არ გამაგრდება და ჩასქელდება. ამოღების შემდეგ გავაფორმოთ ხილით ან კაკაოთი/შოკოლადით