ქათმის სალათა ბოსტნეულით
ქათმის სალათა ბოსტნეულით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ოხრახუში - 1 კონა
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ნუში - 200 გ, მოხალული
  • დაფნის ფოთოლი - 2
  • ქათმის ფილე - 800 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2
  • ძმარი - 3 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 50 მლ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

ქათმის ფილე მოხარშეთ დაფნის ფოთოლთან ერთად. სანამ იხარშება, დანარჩენი ინგრედიენტები დაჭერით და ჯამში გადაიტანეთ. დაამატეთ მარილი, ზეთი, ძმარი და აურიეთ.

გაგრილებული ფილე დაანაწევრეთ და გადაურიეთ ბოსტნეულს.

გემრიელი და სასარგებლო სალათა მზადაა!