ყვავილოვანი კომბოსტო მოვწალოთ მარილიან მდუღარე წყალში 2-3 წუთით. გადავწუროთ, დავამატოთ არაჟანი, პილპილი, ნიორი. ღუმელის ფორმას, რომელშიც კომბოსტო უნდა გადავიტანოთ, მოვუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ საფანელი. გადავიტანოთ კომბოსტო და მოვაყაროთ ყველი. შევდოთ 180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით, სანამ ყველი ჩადნება. მზას მოვაყაროთ მწვანილი.