დრო
20წთ
ულუფა
2
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი
- მაწონი - 150 გ
- წყალი - 2 ს.კ
- ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 150 გ
- შაქარი - 1 ს.კ
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 2 ცალი
მომზადების წესები
მაწვნის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ იოგურტი, კრემისებური ხაჭო ან ხაჭოსა და არაჟნის ნარევი.
ალუბალს კურკა გამოვაცალოთ და შაქართან და წყალთან ერთად 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. გავაგრილოთ.
მაწონს დავამატოთ ვანილიანი შაქარი, ავურიოთ და ჭიქებში გავანაწილოთ ალუბალთან ერთად, მონაცვლეობით. ზემოდან მოვაყაროთ ფხვიერი ნამცხვრის ნატეხები.
ალუბლის გარდა შეიძლება მომზადდეს სხვა ნებისმიერი ხილით: მარწყვით, ჟოლოთი, ატმით, გარგრით და ა.შ.