რბილი და ჰაეროვანი პური მინერალურ წყალზე.
რბილი და ჰაეროვანი პური მინერალურ წყალზე.
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი - 10 გ
  • საფუარი - 5 გ
  • მინერალური წყალი - 300-350 მლ
  • ფქვილი - 500 გ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
გაცრილ ფქვილს დავამატოთ შაქარი, მარილი და საფუარი. კარგად ავურიოთ. დავასხათ მინერალური წყალი (გაზიანი), ოდნავ შემთბარი ან ოთახის ტემპერატურის. კარგად მოვზილოთ და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს.

აფუებული ცომი გადმოვიტანოთ ფქვილიან მაგიდაზე, გადავზილოთ, გავაკეთოთ ერთი ან რამოდენიმე სასურველი ზომის გუნდა და გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში. ფორმას წინასწარ დავაფინოთ ქაღალდი ან ფქვილი მოვაყაროთ.  თავზე გადავაფაროთ და ვაცალოთ ხელახალი ამოფუება.
შევდოთ პური ღუმელში, 200 გრადუსზე. ქვემოთ დავუდოთ ჭურჭელი ცხელი წყლით. ვაცხოთ 20-30 წუთი (საშუალო ზომის პურისთვის).



ტეგები:
პური ნანახია: 5789