დრო
40წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- დარბილებული კარაქი - 50 გ
- სოდა - 1 ჩ.კ
- ფქვილი - 2 ჭიქა
- არაჟანი - 300 გ
- მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
- მარილი - მწიკვი
მომზადების წესები
გახეხილ ყველს შევურიოთ არაჟანი, დარბილებული კარაქი, მარილი. დავამატოთ ფქვილი და სოდა. მოვზილოთ ელასტიური ცომი. თუ საჭიროა, ცოტა ფქვილი კიდევ დავამატოთ.
გავაბრტყელოთ დაახლოებით 1-1.5 სმ-ის სისქეზე და ამოვჭრათ რგოლები პატარა ჭიქით ან საჭრელით.
სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გადავუსვათ კვერცხი. დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ღუმელის ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი