კარაქი და ფქვილი ერთმანეთს შევურიოთ . საფუარი გავხსნათ თბილ რძეში. კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე. ფქვილს დავამატოთ რძე და ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ არაჟანი და მოვზილოთ ნაზი ცომი. გავაბრტყელოთ ოთხკუთხა ფორმით, გადავუსვათ მორჩენილი ცილა (მხოლოდ მსუბუქად ავთქვიფოთ ჩანგლით), თავზე გადავაფაროთ კულინარიული ცელოფანი და თბილ ადგილას დავდგათ ასაფუებლად 1.5 საათი. ამოფუების შემდეგ ზემოდან გადავანაწილოთ ალუბალი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი