
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ღუმელის ოთხკუთხა ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი, სოდა, მარილი.
მიღებული ცომი გადაიტანეთ ფორმაში, კარგად გაანაწილეთ და შედგით გამოსაცხობად 6-8 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ პირსახოცზე, მოაცილეთ ქაღალდი.
ცხელ ბისკვიტსვე გადაუსვით ჯემი და გადაახვიეთ. დესერტი მზადაა.