კარტოფილისა და ფარშის რულეტი
კარტოფილისა და ფარშის რულეტი
დრო 90წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 100 გ
  • კვერცხი - 1
  • კარტოფილი - 600 გ
  • შერეული ფარში - 500 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გავაციოთ და გავხეხოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი, ფქვილი და კვერცხი.

ფარში შევაზავოთ მარილით, პილპილით, სასურველი სუნელებით. წვნიანობისთვის შეგვიძლია დავამატოთ ცოტა წყალი, რძე ან კეფირი. კარტოფილის ცომს ძეხვივით მოგრძო ფორმა მივცეთ და დავჭრათ ნაჭრებად. თითოეული გავაბრტყელოთ და დავადოთ ფარშის ფენა, მაგრამ უფრო პატარა. გადავახვიოთ რულეტივით და ბოლოები შევუკრათ. შევწვათ ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ ღუმელში 200 გრადუსზე, 15-20 წუთით.

ტეგები:
კარტოფილი ფარში ხორცი ნანახია: 45510