ლინცური ტარტი Linzer torte
ლინცური ტარტი Linzer torte
დრო 80წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
  • დარბილებული კარაქი - 250 გ
  • დაფქული ნუში - 250 გ
  • შაქარი - 250 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • ჯემი (ჟოლოს, მოცხარის) - 250 გ
  • შაქრის პუდრი - 2 ს.კ
მომზადების წესები
შეურიეთ ფქვილი, შაქარი, ნუში, დარიჩინი კარაქი და 1 კვერცხი. კარგად აურიეთ და მიღებული ცომი 30 წუთით მაცივარში გააჩერეთ. 
28 სმ დიამეტრის ფორმას წაუსვით ცხიმი. ღუმელი გაახურეთ 175 გრადუსზე. ცომის 3/4 გააბრტყელეთ უფრო ფართოდ ვიდრე ფორმაა და ჩააფინეთ მასში, ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს 2 სმ-ზე მაინც. ცომზე გაანაწილეთ ჯემი. დარჩენილი ცომი გააბრტყლეთ, დაჭერით ლენტებად და ლამაზად დაადეთ ზემოდან ტარტს. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ დაახლოებით 30-40 წუთი


გამომცხვარი ნამცხვარი კარგად გააციეთ და მოაფრქვიეთ პუდრა.