დიდ თასში შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები. დაამატეთ ძმარი, წყალი, ზეთი. კარგად აურიეთ და ცხიმწასმულ საშუალო ზომის ფორმაში გადაიტანეთ. გამოაცხეთ 170 გრადუსზე დაახლოებით 20-30 წუთი.ქვაბში ჩაასხით რძე და წყალი თანაბრად, მთლიანობაში 1.5 ჭიქა. დაამატეთ შაქარი , კაკაო, კარგად აურიეთ. 50 მლ წყალში გახსენით სახამებელი და ჩაუშვით ქვაბში. წამოადუღეთ, თან ხშირად ურიეთ. პირველი ბუშტუკების გაჩენისთანავე გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ, შემდეგ წაუსვით ნამცხვარს