მაკარონი სოკოთი და ყველით
მაკარონი სოკოთი და ყველით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თეთრი ღვინო - 60 მლ
  • ყველი - 220 გ
  • ხახვი - 1-2 თავი
  • სოკო - 500 გ
  • კარაქი - 100 გ
  • პასტა (მაკარონი) - 280 გ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მოხარშეთ მაკარონი ალ დენტე , როგორც ეტიკეტზეა მითითებული. 
პარალელურად, დაბრაწეთ დაჭრილი სოკო ტაფაზე, კარაქში, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და გააგრძელეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე. დაასხით ღვინო, ცეცხლს აუწიეთ და წამოადუღეთ. , დაამატეთ მაკარონის ნახარში წყალი, დაახლოებით 100-120 მლ, მარილი და პილპილი. ცეცხლს დაუწიეთ და დაამატეთ მოხარშული, გადაწურული მაკარონი, კუბებად დაჭრილი ყველი, ოხრახუში. კარგად აურიეთ. ყველი რომ გადნება, კერძი მზადაა. მიირთვით მაშინვე.


ტეგები:
სოკო ღვინო ყველი მაკარონი ნანახია: 26382