ბადრიჯნის სალათა
ბადრიჯნის სალათა
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • კამა ან ქინძი
  • ნიორი - 6-8 კბილი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 3
  • ბადრიჯანი - 3
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
ბადრიჯანი დაჭერით კუბებად, დააყარეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთი. ამასობაში ტაფა გაახურეთ (ან პირდაპირ ქურაზე, ტაფის გარეშე) და უცხიმოდ შეწვით წიწაკა ყველა მხრიდან. კანი უნდა გაუშავდეს. შემდეგ ჩადეტ ცივ წყალში და გაშავებული კანი მოაცილეთ. ასევე მოაცილეთ თესლები და დაჭერით კუბებად.
ბადრიჯანს წყალი გადაავლეთ და გაწურეთ. ტაფაზე გააცხელეთ 3 ს.კ ზეთი და შეწვით ბადრიჯანი. 
გადაიტანეთ თასში, დაამატეთ წიწაკა, ძმარი, დაჭრილი კამა ან ქინძი, ნიორი. თუ საჭიროა დაამატეთ მარილიც. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით. შემდეგ კი მიირთვით