ბოსტნეულის კატლეტები
ბოსტნეულის კატლეტები
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ყველი - 150 გ
  • კვერცხი - 2-3
  • ხახვი - 1
  • ბროკოლი, დაჭრილი - 1 ჭიქა
  • სოკო, დაჭრილი - 2 ჭიქა
  • მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო - 2 ჭიქა
  • ნიორი - 2 კბილი
  • საფანელი
მომზადების წესები
დიდ თასში გადაიტანეთ ლობიო და დაჭყლიტეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო, წვრილად დაჭრილი ბროკოლი, დაჭრილი ხახცი და ნიორი, მარილი, პილპილი. კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, საფანელი (დაფქული პური), ყველი და კიდევ მოურიეთ კოვზით. გააცხელეთ ტაფა, რომელიც არ იკრავს, დაასხით ცოტა ზეთი.
კატლეტებს მიეცით ფორმა და შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე. თუ მასა ძალიან თხელი გეჩვენებათ, ცოტა საფანელი კიდევ დაამატეთ, ის ზედმეტ სითხეს შეიწოვს.
ტეგები:
ბოსტნეული ბროკოლი სოკო ლობიო ნანახია: 30271