თბილ რძეში გახსენით საფუარი რამდენიმე კოვზ ფქვილთან და შაქართან ერთად. 15 წუთით ადროვეთ. მანამდე ათქვიფეთ კარაქი, შაქარი და კვერცხი. შეურიეთ ხაჭო, ცედრა, მარილი. შემდეგ დაამატეთ საფუვრიანი მასა და კვლავ აურიეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მიიღებთ რბილ ცომს. გადააფარეთ პირსახოცი და დადგით 1 საათი ასაფუებლად.აფუებული ცომი თანაბარ გუნდებად გაყავით და დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე. აცალეთ ხელახალი ამოფუება 20 წუთით. მანამდე ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. ფუნთუშებს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ დაახლოებით 30 წუთი