დრო
60წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ქიშმიში - 50 გ
- დარიჩინი - 1 ჩ.კ
- ვაშლი - 4
- მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
- შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
ქიშმიში მდუღარე წყალში დაალბეთ 10 წუთი. ვაშლი გათელეთ და დაჭერით. დაამატეთ დარიჩინი და ქიშმიში. ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ვაშლის მასა, შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი. ხშირად მოურიეთ.
ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით. დაადეთ გულსართი ერთ მხარეს, გადმოაფინთ ცომის მეორე ნახევარი და მიაწებეთ გვერდები. ზემოდან გადაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი