გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, ცედრა. დაამატეთ კარაქის კუბები და ასრისეთ თითებით. მიიღებთ ფხვიერ მასას. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული და ვანილი. კარგად აურიეთ და მიღებული ცომი გააბრტყელეთ. გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის გვერდებიან ფორმაში. გამოაცხეთ 12-15 წუთი, სანამ მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს. მოამზადეთ შიგთავსი: კრემ-ყველი და შაქარი ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, ცედრა, ვანილი, მწიკვი მარილი, ფქვილი. კარგად აურიეთ. ეს კრემი გაყავით ორ ნაწილად. ერთს დაამატეთ დაჭყლეტილი მარწყვი და მოცვი. ეს კრემი გადაიტანეთ ფორმაში, სადაც უკვე გამომცხვარი ბისკვიტია. ზემოდან მეორე ნაწილი კრემი გაანაწილეთ. შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით, იგივე ტემპერატურაზე. შემდეგ დაუწიეთ 150 გრადუსზე და აცხეთ დაახლოებით 1 საათი. ჯერ ფორმაში გააციეთ 10 წუთი, შემდეგ დანის წვერით შემოუარეთ გარშემო და მოხსენით ყალიბის გვერდები.გაგრილების შემდეგ მთელი ღამე მაცივარში გააციეთ. შემდეგ მორთეთ ცოცხალი ხილით და დაჭერით.