ძალიან ადვილი მარწყვის დესერტი
ძალიან ადვილი მარწყვის დესერტი
დრო 60წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - ჟელესთვის, 2 ჭიქა ან ინსტრუქციის შესაბამისად
  • შაქრის პუდრი - გემოვნებით
  • მზა ბისკვიტი
  • ნაღები 35 % - 400-500 მლ
  • სწრაფი ჟელე მარწყვის არომატით - 2 პაკეტი (30 გ თითოეული)
  • მარწყვი - 600-700 გ
მომზადების წესები
იყიდეთ მზა ბისკვიტი ან გამოაცხეთ თქვენ თვითონ (იხილეთ რეცეპტი). გაციებული ბისკვიტი დაჭერით  კუბებად. ჟელე გახსენით წყალში ინსტრუქციის მიხედვით და შეურიეთ დაჭრილი მარწყვი (ნახევარი ულუფა). შედგით მაცივარში ცოტა ხნით, რომ მსუბუქად შეიკრას. შემდეგ დარჩენილი მარწყვი შეურიეთ.
ათქვიფეთ ნაღებისგან კრემი. დაამატეთ შაქრის პუდრი გემოვნებით. აიღეთ დიდი ლამაზი თასი და ააწყვეთ დესერტი: რიგ-რიგობით გაანაწილეთ ბისკვიტი, კრემი და მარწყვიანი ჟელე.


ტეგები:
ნაღები მარწყვი ბისკვიტი ჟელე ნანახია: 28447