კარტოფილის კატლეტები ყველით
კარტოფილის კატლეტები ყველით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 1 კბილი
  • მწვანე ხახვი - 2 ღერი
  • მარილი და პილპილი
  • რძე - 1/4 ჭიქა
  • ფქვილი - 1/2 ჭიქა
  • კარტოფილი - 500 გ, მოხარშული
  • გახეხილი ყველი - 120 გ
  • სოდა - 2/3 ჩ.კ
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები

მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ მსხვილად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ფქვილი და სოდა. შემდეგ დავამატოთ კვერცხი და რძე. კარგად ავურიოთ.
დავამატოთ პილპილი, გახეხილი ყველი. მიღებული ცომი კოვზით დავდოთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან

ტეგები:
კარტოფილი რძე ბოსტნეული ყველი ნანახია: 136797