ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ და დაჭერით 2 სმ სიგანის ლენტებად. ლენტების რაოდენობა უნდა იყოს წყვილი. ერთ ლენტზე დაალაგეთ ქათმის ხორცის თხელ ნაჭრები, დაადეთ ყველი და ზემოდან ცომის მეორე ლენტა გადააფარეთ. ბოლოები მიაწებეთ და სპირალურად გადაგრიხეთ. ასევე გააკეთეთ ყველა მათგანი. გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. ზემოდან გადაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.