კანელონი რიკოტათი და პომიდვრის სოუსით
კანელონი რიკოტათი და პომიდვრის სოუსით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
რიკოტას ჩანაცვლება შეიძლება ქართული ნადუღით

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1
  • ოხრახუში - 5-6 ღერი
  • მარილი
  • მზა სოუსი ბოლონეზე, უხორცო - 1 ქილა 400 გრამიანი, (იყიდება სუპერმარკეტებში)
  • ყველი რომანო - 1/4 ჭიქა (ან სხვა მაგარი ყველი, იტალიური)
  • პასტა კანელონი - 1 კოლოფი
  • რიკოტა ან ნადუღი - 700 გ
მომზადების წესები
კანელონი მოხარშეთ 2 წუთით, გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი.
ყველი და რიკოტა აურიეთ, დაამატეთ მარილი, კვერცხი, ოხრახუში . ეს გულსართი ჩაუდეთ კანელონებს.
ტაფაზე დაასხით ბოლონეზეს სოუსის ნაწილი, დაალაგეთ კანელონები. ზემოდან კვლავ სოუსი მოასხით. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 20-30 წუთი. მზას მოაყარეთ გახეხილი ყველი, სურვილის შემთხვევაში.
ტეგები:
პამიდორი ნადუღი რიკოტა ნანახია: 4602