პურის ბატონი ნივრითა და ყველით - სწრაფი და გემრიელი ბუტერბროდი
პურის ბატონი ნივრითა და ყველით - სწრაფი და გემრიელი ბუტერბროდი
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 5 კბილი
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • პურის ბატონი - 1 ცალი
  • მოცარელა ან სულგუნი - 300 გ
  • ყველი ჩედარი (ან ჰოლანდიური) - 150 გ
მომზადების წესები
უკეთესია, წინა დღის პური გამოიყენოთ. გაჭერით შუაზე, სიგრძეზე.
დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და გადაუსვით პურებს.   ზემოდან მოაყარეთ ორივე სახეობის გახეხილი ყველი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სახეობის ყველი- რომელიც გსურთ, ან ქართული და ევროპული ყველის ნარევი.
შებრაწეთ 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთი.
ტეგები:
ნიორი პური ყველი ბუტერბროდი ნანახია: 26118