პასტა "კარბონარა"
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 2 ც
  • ნაღები - 200 გ
  • ზეითუნის ზეთი - 10 მლ
  • ბეკონი - 100 გ
  • სპაგეტი - 200 გ
  • ყველი პარმეზანი - 100 გ
მომზადების წესები

მოხარშეთ სპაგეტი ინსტრუქციის მიხედვით. 
ზეთში შეწვით დაჭრილი ბეკონი .
კვერცხის გულები ათქვიფეთ, დაამატეთ ნაღები, მარილი, პილპილი, ყველი. 
დაამატეთ ბეკონს ტაფაზე. დაბალ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ცეცხლს არ აუწიოთ, თორემ კვერცხი აიჭრება.  
ამ სოუსში ჩაამატეთ გადაწურული, ცხელი მაკარონი და აურიეთ. გადაიტანეთ თეფშებზე. შეგიძლიათ მოაყაროთ ყველი.