ორაგულს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ღუმელის ტაფას წავუსვათ ცხიმი. ლიმონი დავჭრათ თხელ ფირფიტებად. ფორმაში ჩავდოთ ლიმონის ნაჭრების ნახევარი, კამის რამდენიმე ღერი და დავადოთ თევზის ფილე. მოვასხათ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი, ზემოდან დავალაგოთ დარჩენილი ლიმონის ნაჭრები.შეგვიძლია დავამატოთ ხახვის რგოლებიც - ძალიან უხდება.შევწვათ 20 წუთი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.