ძველებური გემო - ჯემიანი ფუნთუშები ჩაისთვის
ძველებური გემო - ჯემიანი ფუნთუშები ჩაისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • კვერცხი - 3
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • ჟოლოს ჯემი
  • ნიგოზი
  • ქიშმიში
  • დარიჩინი და შაქარი მოსაყრელად
მომზადების წესები

აურიეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. შემდეგ შეურიეთ ზეთი, ვანილი და კვერცხი. მოზილეთ ცომი და შედეთ მაცივარში 1 საათი. 
ცომი გაყავით 4 ნაწილად, გააბრტყელეთ და გადაუსვით ჯემი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი,  ქიშმიში და რულეტივით გადაახვიეთ. დაჭერით ულუფებად და დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. ზემოდან მოაყარეთ შაქრისა და დარიჩინის ნარევი, გამოაცხეთ 25 წუთი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.