რას ახვედრებს შვილიშვილებს "მანანა ბებო" - მედეა ლორთქიფანიძის საიდუმლო რეცეპტი
რას ახვედრებს შვილიშვილებს "მანანა ბებო" - მედეა ლორთქიფანიძის საიდუმლო რეცეპტი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

გთავაზობთ ცნობილი მსახიობის, მედეა ლორთქიფანიძის საფირმო რეცეპტს - უგემრიელეს ომლეტს შაშხითა და ბროკოლით. ნოყიერი კერძის მოსამზადებლად დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ. მისთვის საჭირო ინგრედიენტები ასე გამოიყურება:

ინგრედიენტები

  • ჰოლანდიური ყველი
  • კვერცხი - 9
  • რძე - 200 გ
  • ბროკოლი - 500 გ
  • შაშხი "ბოლერო" - 300 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2
  • პურის ბატონი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

ბროკოლი დაანაწევრეთ და ჩაყარეთ 5 წუთით ადუღებულ, მარილიან წყალში. გააგრილეთ და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.

წითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. პურის ნაჭრები დაჭერით პატარა ზომის ოთხკუთხედებად.

3 კვერცხს დაუმატეთ რძე, მარილი, შავი წიწაკა და კარგად ათქვიფეთ. ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ ინგრედიენტების ნახევარი: პირველ ფენად პურის ნაჭრები, შემდეგ დაჭრილი შაშხი, ბროკოლი და ბულგარული წიწაკა. მოასხით ათქვეფილი კვერცხის მასა. შემდეგ კვლავ დააწყვეთ დარჩენილი პურის ნაჭრები, ბროკოლი და ბულგარული წიწაკა. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და გახეხილი ყველი.

შედგით 30 წუთით 180°C-ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. შემდეგ გამოიღეთ, კოვზით 6 ადგილას გააკეთეთ მცირე ზომის ჩაღრმავებები და ჩაახალეთ კვერცხი. კვლავ შედგით ღუმელში 20 წუთი, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.

ომლეტი შაშხითა და ბროკოლით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

იხილეთ ამ რეცეპტის ამსახველი ვიდეო-გაკვეთილი