ჟელატინს დაასხით რძე და დაალბეთ. შემდეგ გაათბეთ, რომ ჟელატინი გადნეს, მაგრამ არ აადუღოთ. ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო და იოგურტი, დაამატეთ ვანილი. შემდეგ შეათქვიფეთ ჟელატინიანი რძე. ბოლოს ამ მასას დაამატეთ კურკაგამოცლილი ალუბალი. ჩაასხით ფორმებში და შედგით მაცივარში გასაციებლად. როცა მასა გამაგრდება, მოამზადეთ პაკეტის ჟელე ინსტრუქციის თანახმად და მოასხით თავზე. ჟელესთან ერთად დაამატეთ ალუბლებიცშაქარი არ სჭირდება, რადგან იოგურტი ტკბილია. მაგრამ გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ, თუ საჭიროდ ჩათვლითალუბლის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა ხილი გამოიყენოთ.