ხაჭოს ნამცხვარი ხილით
ხაჭოს ნამცხვარი ხილით
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 150 გ+50 ხილისთვის
  • ვანილი
  • არაჟანი - 500 გ
  • ხაჭო - 500 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
  • ჟელატინი - 2.5-3 ს.კ
  • წითელი ხილის მიქსი (ჟოლო, მაყვალი, მოცხარი, მარწყვი...) - 250 გ
მომზადების წესები
2 ს.კ ჟელატინი დავალბოთ 100 მლ წყალში. ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ და შევურიოთ დარბილებულ კარაქს. ჩავტკეპნოთ 22 სმ ფორმაში.
ბლენდერში  ავთქვიფოთ ხაჭო, შაქარი და არაჟანი. ჟელატინი გავადნოთ (არ ავადუღოთ!) და  შევურიოთ ხაჭოს, დავამატოთ ვანილი.  ეს მასა ჩავასხათ ფორმაში და შევდოთ მაცივარში 1-2 საათით.
როცა ნამცხვარი შემაგრდება, მოვამზადოთ ხილის ჟელე. ხილი მსუბუქად დავსრისოთ, დავაყაროთ შაქარი,  დავასხათ 200 მლ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ცხელ წვენში გავხსნათ ჟელატინი და კარგად მოვურიოთ, რათა მთლიანად გადნეს. ეს მასა გავაგრილოთ და დავასხათ ნამცხვარს. შევაბრუნოთ მაცივარში, სანამ არ გამაგრდება.
ტეგები:
ხაჭო არაჟანი ჟელე ხილი ნანახია: 18312