მწვანე ხახვის ღვეზელი
მწვანე ხახვის ღვეზელი
დრო 80წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი - 1.5 ჩ.კ
  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 2
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • კარაქი - 160 გ
  • კეფირი - 400 გ
გულსართი
  • მწვანე ხახვი
  • მოხარშული კვერცხი - 2-3
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი უნდა იყოს ბევრი. დავჭრათ, ჩავყაროთ ტაფაში და მსუბუქად შევათბოთ. ხახვი უნდა დარბილდეს და "დაჯდეს".  დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი კვერცხი. 
მოვამზადოთ ცომი: კარაქი გავადნოთ, დავამატოთ მარილი, შაქარი, კეფირი, კვერცხი. ბოლოს დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს.  ცომის ნახევარი დავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში, გავანაწილოთ გულსართი და ზემოდან მოვასხათ დანარჩენი ცომი. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 35-40 წუთი. 

*კეფირის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ მაწონი ან არაჟანი.

ტეგები:
ღვეზელი ცომი ხახვი კეფირი ნანახია: 21258