ღორის ხორცის რულეტები შიგთავსით
ღორის ხორცის რულეტები შიგთავსით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოხარშული კვერცხი - 2
  • ყველი - 150 გ
  • ხახვი - 2
  • სოკო - 500 გ
  • ღორის ხორცი, რბილი - 800 გ
  • ნაღები - 1 ჭიქა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
დავიწყოთ შიგთავსის მომზადებით. დაჭრილი სოკო და ხახვი მოვშუშოთ ცხელ ტაფაზე, ცოტა ზეთში. მოშუშული მასა გადავიტანოთ ჯამში და დავამატოთ დაჭრილი კვერცხი, გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. 

ღორის ხორცი დავჭრათ 1 სმ-ზე ოდნავ თხელ ნაჭრებად, კარგად დავბეგვოთ, რის შემდეგაც ხორცი კიდევ უფრო გათხელდება და სიგანეში გავა. 
ხორცის ნაჭერს ერთ ბოლოში დავადოთ გულსართი და გადავახვიოთ, დავაფიქსიროთ ხის ჩხირებით.
ტაფაზე დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. შევწვათ რულეტები ყველა მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დავასხათ 1.5 ჭიქა წყალი, მოვასხათ ნაღები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი, როგორც მთავარი კერძი. გარნირი შეგვიძლია მოვუმზადოთ სხვადასხვანაირი, სურვილის მიხედვით.

ტეგები:
ნაღები ღორის ხორცი სოკო ყველი ნანახია: 12402