მარწყვისა და ხაჭოს კრემის დესერტი
მარწყვისა და ხაჭოს კრემის დესერტი
დრო 30წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 30 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ნაღები 35 % - 250 გ
  • არაჟანი - 120 გ
  • ხაჭო - 360 გ
  • მარწყვი - 500 გ
მომზადების წესები
ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. მიიღებთ ფხვიერ მასას. 
ხაჭო, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს კრემს.
ჭიქებში ფენებად ჩაალაგეთ დაფხვნილი ნამცხვარი, კრემი და მარწყვი, ზემოდან კი მორთეთ პიტნის ფოთლებით.

ტეგები:
ნამცხვარი ხაჭო ნაღები მარწყვი ნანახია: 17820