250 მლ წყალი ავადუღოთ, დავამატოთ კარაქი, მარილი. ხელახლა ავადუღოთ და ჩავამატოთ გაცრილი ფქვილი. სწრაფად მოვურიოთ ხის კოვზით. ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ ცომი, სანამ ადვილად არ მოსცილდება ქვაბის კედლებს. ამის შემდეგ ცომი გადმოვიღოთ ცეცხლიდან და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ქაღალდდაფენილ ტაფაზე გავანაწილოთ ერთმანეთისგან ცოტა დაშორებით. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. დიდი ეკლერების შემთხვევაში, შესაძლოა, ცოტა მეტი დროც დასჭირდეს. ღუმელის გამორთვის შემდეგ კიდევ 10-15 წუთი ჩავტოვოთ შიგნით, შემდეგ კი გამოვიღოთ. კრემისთვის კარგად ავთქვიფოთ მასკარპონე ან სხვა ნებისმიერი ნაღების კრემ-ყველი შაქრის პუდრთან და ნაღებთან ერთად. მივიღებთ სქელ, ნაზ კრემს. გამოყენებამდე შევინახოთ მაცივარში.გაციებული ეკლერები შუაზე გავჭრათ და ჩავუდოთ კრემი.