გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას (20 სმ) წაუსვით კარაქი. ფორთოხალი დაჭერით პატარა ნაჭრებად, კანიანად (კარგად გარეცხეთ წინასწარ). მოათავსეთ კომბაინში (ან ბლენდერში) ფორთოხალი, შაქარი, კარაქი, კვერცხი და კარგად დააქუცმაცეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ჯამში და დაამატეთ ფქვილი და სოდა. შემდეგ გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.