ფორთოხლის კექსი
ფორთოხლის კექსი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 200 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • დარბილებული კარაქი - 180 გ
  • კვერცხი - 3
  • ფორთოხალი - 1
  • სოდა - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას (20 სმ) წაუსვით კარაქი.  
ფორთოხალი დაჭერით პატარა ნაჭრებად, კანიანად (კარგად გარეცხეთ წინასწარ). 
მოათავსეთ კომბაინში (ან ბლენდერში) ფორთოხალი, შაქარი, კარაქი, კვერცხი და კარგად დააქუცმაცეთ. 
მიღებული მასა გადაიტანეთ ჯამში და დაამატეთ ფქვილი და სოდა. შემდეგ გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.  

ტეგები:
ფორთოხალი კექსი ნანახია: 62708