ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და არაჟნით
ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და არაჟნით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 100 გ
  • ყველი გაუდა - 100 გ
  • კარტოფილი - 4, დიდი ზომის
  • მარილი და პილპილი - 1-2 ღერო
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ღუმელის ტაფას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. 
კარგად გარეცხეთ კარტოფილი და გაამშრალეთ.  ჩაალაგეთ ტაფაში, მოაპკურეთ ზეთი და შეწვით ღუმელში დარბილებამდე. 
პარალელურად, გახეხეთ ყველი, მისი ნახევარი შეურიეთ არაჟანს და დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი. 
მზა კარტოფილს მოაჭერით თავი, კოვზით ამოუღეთ ცოტაოდენი გული, შეურიეთ ყველისა და არაჟნის მასას და ისევ კარტოფილები ამოავსეთ. ზემოდან დარჩენილი ყველი მოაყარეთ და შეაბრუნეთ ღუმელში რამდენიმე წუთით, სანამ ყველი დადნება.