ფრანგული კრეპები კენკრით და ნუთელას კრემით
ფრანგული კრეპები კენკრით და ნუთელას კრემით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გამდნარი კარაქი - 50 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • რძე - 0.4 ლ
  • მარილი - მწიკვი
  • ვანილი
  • შაქარი - 0.05 კგ
  • კვერცხი - 2 ც
  • მარწყვი - 300 გ
  • ჟოლო - 300 გ
  • ნუთელა - 150 გ
მომზადების წესები

კვერცხი, რძე, შაქარი, კარაქი, მარილი და ვანილი ერთად მოათავსეთ და კარგად ათქვიფეთ. ბოლოს შეურიეთ ფქვილი და კიდევ ათქვიფეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. 
საშუალო ცეცხლზე კარგად გააცხელეთ ტაფა, რომელიც არ იკრავს. დაასხით ცოტა ცომი, ტაფა სწრაფად დაატრიალეთ რომ ცომი გადანაწილდეს მთელ ზედაპირზე. გამოაცხეთ ორივე მხრიდან. 
თბილ ბლინებს გადაუსვით ნუთელა, დაალაგეთ დაჭრილი მარწყვი და ჟოლო ან სხვა ნებისმიერი ხილი, თქვენი გემოვნებით. გადაკეცეთ და მიირთვით