ისპანახის ღვეზელი
ისპანახის ღვეზელი
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4
  • ყველი - 200 გ
  • ხაჭო - 300 გ
  • ისპანახის ფოთლები - 1 კონა
  • მზა ფენოვანი ცომი - 600 გ
  • მარილი და პილპილი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.  ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ მსუბუქად. გაყავით 2 ნაწილად, ერთი, ცოტა მოზრდილი ნაწილი ჩააფინეთ ცხიმწასმულ  ფორმაში (22სმ), ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს.  კვერცხი გათქვიფეთ, 1 ს.კ ცალკე გადაინახეთ, დანარჩენი შეურიეთ ხაჭოს. დაამატეთ  დაჭრილი ისპანახის ფოთლები, დაჭრილი სულგუნი ან იმერული რბილი  ყველი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
წვრილ კუბებად დაჭერით ტკბილი წიწაკა. ცომზე გაანაწილეთ ხაჭოს მასის ნახევარი, წიწაკა, კვლავ ხაჭო და ისევ წიწაკა. ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ნაწილი და გადაუსვით შემონახული კვერცხი. გამოაცხეთ დაახლოებით 1 საათი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.



ტეგები:
ხაჭო წიწაკა ისპანახი ყველი ნანახია: 12768