უგემრიელესი ჩინური ტორტი კენკრით
უგემრიელესი ჩინური ტორტი კენკრით
დრო 90წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი
  • ვანილი
  • კარაქი - 150 გ
  • შესქელებული რძე - 1/2 ქილა
  • ფქვილი - 150 გ
  • შაქარი - 2 ჭიქა (250მლ-იანი)
  • რძე - 1 ლ
  • მზა ბისკვიტი - საშუალო ზომის
  • ჟოლო
  • მაყვალი
მომზადების წესები

შეგვიძლია გამოვიყენოთ მზა ბისკვიტი ან გამოვაცხოთ ამ რეცეპტით. გაციებული ბისკვიტი დავჭრათ კუბებად.
მოვამზადოთ კრემი: შაქარი და ფქვილი კარგად ავურიოთ, დავასხათ მდუღარე რძე და გავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე  და ხის კოვზით ვურიოთ სანამ შესქელდება.  შემდეგ ვაცადოთ გაციება და  კარგად გაგრილებული შევათქვიფოთ ამოყვანილ კარაქს, ბოლოს შევათქვიფოთ შესქელებული რძე და ვანილი. 
ავაწყოთ ტორტი დიდ ლამაზ ჭურჭელში ფენებად: ბისკვიტის ნაჭრები, კრემი, ხილი. ხილი შეგვიძლია შევცვალოთ სეზონისა და გემოვნების მიხედვით. შეგვიძლია დავამატოთ შოკოლადიც