უგემრიელესი ქიშმიშიანი ფუნთუშები
უგემრიელესი ქიშმიშიანი ფუნთუშები
დრო 120წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

სიროპი
  • დარბილებული კარაქი - 50 გ
  • ქიშმიში - 1 ჭიქა
  • მარილი - მწიკვი
  • კვერცხი - 2
  • მუსკატის კაკალი - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • რძე - 1.5 ჭიქა
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
  • წყალი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები

თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. დადგით 10 წუთი გასაფუებლად.  თასში ჩაყარეთ 4 ჭიქა ფქვილი, მარილი, მუსკატის კაკალი. დაამატეთ საფუვრიანი რძე და კვერცხი. დაიწყეთ მოზელვა, შედმეგ შეაზილეთ დარბილებული კარაქი. თუ საჭიროა, დაამატეთ კიდევ ნახევარი ჭიქა ფქვილი.  ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. არ უნდა ეკრობოდეს ჭურჭლის კედლებს. ბოლოს შეამატეთ ქიშმიშიც. დააფარეთ თავზე და დადგით სითბოში ასაფუებლად. 
ცომი მოცულობაში რომ გაორმაგდება,  გაახურეთ ღუმელი 180 გრადსზე. ღუმელის ფორმას ძირზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და ჩაალაგეთ ფორმაში. თავზე გადააფარეთ და დატოვეთ 30 წუთი.
შემდეგ გამოაცხეთ 20-30 წუთი, სანამ კარგად დაიბრაწება. 

ამასობაში მოამზადეთ შაქრიანი სიროპი. წყალი და შაქარი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ცოტა არ გასქელდება. გააციეთ ბოლომდე.
გამომცხვარ ფუნთუშებს გადაუსვით ფუნჯით სიროპი.  ზემოდან გადასხმული აქვს შაქრის მინანქარი. 
 

ტეგები:
ფუნთუშა რძე ქიშმიში ნანახია: 221872