გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. დიდ თასში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი, სოდა, მარილი და აურიეთ. დაამატეთ ზეთი, კვერცხის გულები, წყალი, ლიმონის წვენი და ცედრა. კარგად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ბეზე კვერცხის ცილებისგან. შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ცომს, მიქსერის გარეშე. კექსის ფორმას კარაქი მხოლოდ ძირზე წაუსვით, გვერდებზე არა და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 45-60 წუთი. გამოცხობის შემდეგ ფორმა ამოაბრუნეთ, დადეთ ცხაურზე და ისე გააციეთ. გაციებულს გვერდებში დანა შემოუტარეთ და ისე ამოიღეთ ფორმიდან.მინანქრისთვის აურიეთ კარაქი, ლიმონის წვენი და ცედრა, შაქრის პუდრა, ვანილი და გადაუსვით ზემოდან . 30 წუთში მინანქარი გამაგრდება.