ფინური ფუნთუშები ილითა და დარიჩინით
ფინური ფუნთუშები ილითა და დარიჩინით
დრო 120წთ
ულუფა 28
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1/2 ჭიქა
გულსართი
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • კვერცხი - 2
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • კარდამონი (ილი) - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • საფუარი - 2 ჩ.კ
  • რძე - 1 ჭიქა
  • დარიჩინი - 3 ჩ.კ
  • დარბილებული კარაქი - 60 გ
  • კვერცხი - 1, გადასასმელად
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს თბილი რძე, ნახევარი ჭიქა შაქარი და საფუარი. დადგით 10 წუთი ასაფუებლად.
კვერცხი, კარაქი, კარდამონი (ილი), მწიკვი მარილი კარგად ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ რძე და განაგრძეთ თქვეფა. ნელ-ნელა ამატეთ ფქვილი და დაიწყეთ ზელვა. შესაძლოა ფქვილი ცოტა მეტიც დასჭირდეს. კარგად მოზილეთ, სანამ ელასტიურ ცომს არ მიიღებთ, როემლიც ხელსა და ჭურჭელს აღარ ეკვრის.
დადგით გასაფუებლად. მოცულობაში უნდა გაორმაგდეს. მანამდე მოამზადეთ ფუნთუშების შიგთავსი: შეურიეთ ერთმანეთს დარიჩინი და შაქარი. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
გაფუებული ცომი გაყავით 4-ად და თითოეული ძალიან თხლად გააბრტყელეთ, გადაუსვით დარბილებული კარაქი, მოაყარეთ შაქრიანი დარიჩინი და რულეტივით გადაახვიეთ. შემდეგ დაჭერით როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ისე რომ თითოეული ნაჭრის 1 მხარე განიერი იყოს (5 სმ), მეორე ვიწრო (2 სმ). დაალაგეთ საცხობ ფორმაში. აცალეთ ამოფუება 20-30 წუთი.

ამასობაში გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, ფუნთუშებს გადაუსვით ფუნჯით კვერცხი, მოაფრქვიეთ ცოტა მსხვილი შაქარი და გამოაცხეთ 20-30 წუთი.


ტეგები:
ფუნთუშა დარიჩინი კარდამონი ნანახია: 26161