საზაფხულო ხილის სალათი ლიმონის სოუსით
საზაფხულო ხილის სალათი ლიმონის სოუსით
დრო 35წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყურძენი - 2 ჭიქა (მარცვლები)
  • მოცვი - 2 ჭიქა
  • მარწყვი - 2 ჭიქა
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
  • წყალი - 1/2 ჭიქა
  • 1 ლიმონის წვენი და ცედრა
  • პიტნა
მომზადების წესები
პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი, ლიმონის წვენი, ცედრა და შაქარი. წამოადუღეთ რამდენიმე წუთი, ისე რომ ოდნავ შესქელდეს. გააციეთ ბოლომდე, შეგიძლიათ მაცივარშიც შედგათ. 
ხილი გაანაწილეთ ლამაზ ჭურჭლში. დიდი ზომის ხილი დაჭერით, დაამატეთ პიტნის ფოთლები,  მოასხით გაციებული სიროპი და მიიტანეთ სუფრასთან.

ხილის სახეობები  შეგიძლიათ  შეცვალოთ ან დაამატოთ სხვა ხილი სეზონის მიხედვით: ატამი, ჟოლო, მაყვალი, მსხალი და ა.შ