შოკოლადის კექსი დარიჩინით
შოკოლადის კექსი დარიჩინით
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კეფირი - 120 გ
  • შაქარი - 220 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • კაკაო - 5 ჩ.კ
  • წყალი - 1 ჭიქა
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 2
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ
  • ვანილი
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კექსის ფორმას წაუსვით კარაქი.
კარაქი, ზეთი, წყალი და კაკაო მოათავსეთ ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. პარალელურად, ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, მწიკვი მარილი და დაასხით კაკაოანი მასა. კარგად აურიეთ. და დაამატეთ კეფირი, სოდასთან ერთად. ბოლოს დაამატეთ კვერცხი, დარიჩინი, ვანილი და ათქვიფეთ. ჩაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 40-45 წუთი

ტეგები:
კექსი კაკაო დარიჩინი კეფირი ნანახია: 7618